კურსის შესახებ
კლუბის მოდული ეფუძნება ევროპის სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო EntreComp-ს, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის ხელშესაწყობად შემუშავდა. მოდული ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მთელი სიცოცხლის მაძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარების რეკომენდაციებს.
ამ უნარების განვითარება ახალგაზრდებს დაეხმარება გახდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე დამოუკიდებლად მოსწავლე (independent learner), შეძლოს ღირებული ინიციატივების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყოს კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზარზე ან წამოიწყოს ახალი სოციალური ან კომერციული საქმიანობა.
ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობა, ლინ სთართ-აფი, დიზაინ აზროვნება, ბიჰეივიორისტიკა და ა.შ.
ღირებულებაზე დაფუძნებული მეწარმეობა ისეთი იდეების განვითარებას გვასწავლის, რომელიც საზოგადოებაში სოციალური, ეკონომიკური თუ ეთიკური პრობლემების გადაჭრას ემსახურება.
ლინ სთართაფის მეთოდოლოგიის დაუფლებით მოსწავლეები მინიმუმ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნას და დინამიურ გარემოში ადაპტაციას ისწავლიან.