მრგვალი რობინი

ხშირად ბრეინსთორმინგის დროს აქტიური და ექსტროვერტი ტიპები არ აძლევენ სხვა მონაწილეებს აზრის გამოთქმის საშუალებას, ან ზოგ მონაწილეს უარყოფითი უკუკავშირის შიში ან სიმორცხვე საშუალებას არ აძლევს აზრი გამოთქვას. მრგვალი რობინი გვეხმარება ყველას მივცეთ საშუალება გამოხატოს აზრი და თანაც კონსტრუქციულად, რადგან მონაწილეები ერთმანეთს კი არ აკრიტიკებენ და არც უკუკავშირს არ აძლევენ, არამედ ერთმანეთის იდეებზე აშენებენ საკუთარ იდეებს.

სამუშაო ჯგუფშ 5-6 მონაწილეა. მათ სჭირდებათ A4 ფორმატის ფურცლები და საწერი კალმები.

ნაბიჯი 1. მონაწილეები ინდივიდუალურად, საკუთარ ფურცელზე ჩამოწერენ 5 იდეას.

ნაბიჯი 2. ყველა გადასცემს ფურცელს იდეებით გვერდზე მჯდომს.

ნაბიჯი 3. მონაწილეები ეცნობიან გადმოცემულ იდეებს და ცდილობენ იდეებს შემატონ რამე. მნიშვნელოვანია რომ მოხდეს იდეაზე სხვა იდეის დაშენება და არა ძველი იდეის ცვლილება/ჩასწორება. 

ნაბიჯი 4. იდეა გადაეცემა გვერდზე მჯდომს. ახლა ისევ ხდება გადმოცემული იდეების გავრცობა

ნაბიჯი 5. როცა პირველი იდეა დაუბრუნდება ავტორს, იდეების გავრცობა დასრულდება. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ საბოლოო იდეებს და ირჩევენ საუკეთესოს. 



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 12:00 PM