სავარჯიშო A

ნაბიჯი 1. 

აქტივობა იწყება ჩუმი ბრეინსთორმინგით. ინსტრუქტორი სთხოვს კლუბის წევრებმა წარმოიდგინონ რომ არ არსებობს არანაირი ტექნიკური და ფინანსური შეზღუდვა. 5 წუთის მანძილზე კლუბის წევრებმა უნდა მოიფიქრონ 5 რამ რაც მათი პიროვნებიდან გამომდინარე ძალიან კარგი გამოგონება იქნებოდა. მაგ. საყელო რომელსაც დაამაგრებ ძაღლს და გესმის მისი ენა. მნიშვნელოვანია მონაწილეები არ შეიზღუდონ რეალური და ადვილად განხორციელებადი იდეებით. ინსტრუქტორი კლუბის წევრებს სთხოვს თავად გაცხრილონ ხუთეული და შეარჩიონ 1 იდეა, რომელიც ყველაზე ძვირფასია მათთვის. კლუბის წევრები აზიარებს იდეებს.

ნაბიჯი 2. 

ახლა კლუბის წევრებს დაწყვილებას სთხოვენ. მათ უნდა გააცნონ ერთმანეთს იდეები და შეაჯვარონ ისინი ისე, რომ მიიღონ ახალი იდეა, რომელიც შესაძლოა იყოს ინსპირირებული მათი 2 იდეით. 

ნაბიჯი 3- როგორ შეიძლება ამ იდეის ტექნოლოგიების მეშვეობით განხორციელება? 

კლუბის წევრები აზიარებენ ორი იდეის შეჯვარებით მიღებულ იდეას. 



ბოლო ცვლილება: Wednesday, July 7 2021, 11:58 AM