ინსტრუქტორის გზამკვლევი: გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მომხმარებლის გამოცდილების გზა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

ბევრს ჰგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მომხმარებელთან ურთერთობისას, ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში, შეძენის პროცესია, თუმცა ზოგჯერ გადაწყვეტილებას მომხმარებელი  ადგილზე მოსვლამდე იღებს. ზოგჯერ წინასწარ შერჩეული ბრენდის ნაცვლად სხვა ბრენდზე, ან საერთოდ სხვა პროდუქტზე ან მომსახურებაზე აკეთებს არჩევანს. ზოგჯერ კი, შეძენის ადგილზე, იმდენად აბნევს არჩევანი რომ საერთოდ ხელცარიელი ბრუნდება. ზოგჯერ ანტრეპრენერის მიერ წარმოდგენილი მომხმარებლის საჭიროებები და სურვილები არ არის ის, რაც მას წარმოუდგენია, რადგან მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველთვის ლოგიკური და ადვილად გასაგები არ არის. 

ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ქცევის მეცნიერება შეისწავლის. ქცევის მეცნიერები ამტკიცებენ რომ ზოგადად, ადამიანის ქცევა ხშირად არარაციონალურია და მის გადაწყვეტილებაზე როგორც ცნობიერი, ასევე ქვეცნობიერი ფაქტორები ახდებს გავლენას. 

მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დაკვირვება გვეხმარება მაქსიმალურად მოვარგოთ პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებს. ამ მიზნით ანტრეპრენერები შეისწავლიან მომხმარებლის გამოცდილების გზას და საზღვრავენ თუ რა გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი საჭიროებები გააჩნია მას,  პროდუქტის ან მომსახურების საჭიროების გააზრებიდან, ერთგულების ჩამოყალიბებამდე და რა ფაქტორები ზემოქმედებს მომხმარებელზე გადაწყვეტილების მიღების თითოეულ ეტაპზე. 

ინტერნეტის ჩვენს ცხოვრებაში ასეთი დოზით შემოჭრამ ანტრეპრენერებს მომხმარებელის ქცევაზე დაკვირვების, მისი უკეთ გაგების და მასთან უფრო ახლო, უშუალო ურთერთობის დამყარების შესაძლებლობა და პროდუქტების და სერვისების პროტოტიპების ვირტუალურად ტესტირების შესაძლებლობაც მისცა. 

მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის გასააზრებლად ინსტრუქტორი კლუბის მონაწილეებს:

  • აცნობს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების ეტაპებს და მასზე მოქმედ ფაქტორებს 

  • ავარჯიშებს საკუთარი იდეის მომხმარებლის გადაწყვეტილების გზის შესწავლაში

ინსტრუმენტები:

  • მომხმარებლის გამოცდილების გზის ვორქშოფი


ბოლო ცვლილება: Wednesday, June 30 2021, 9:52 AM