თემის მონახაზი

  • კურსის შესახებ

    პითონის საბაზო კურსის მიზანია, შეასწავლოს დამწყებ პროგრამისტებს პროგრამირების ძირითადი ცნებები და ოპერაციები. 

    კურსი 16 შეხვედრისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემებს: 

    1. პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა და ზოგადი ინფორმაცია პითონის შესახებ, 
    2. საბაზისო ტიპები და მათზე ოპერაციები, 
    3. ინფორმაციის შენახვა და გამოყენება, 
    4. ფუნქციები, საკუთარი ფუნქციები, 
    5. ბულის (boolean) ტიპები და პირობითი ლოკიგა, 
    6. პროგრამის დინების პირობითი მართვა (Conditional Flow control), 
    7. ციკლი - პირობითი იტერაცია (Conditional Iteration, while cycle), 
    8. ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - მასივები, 
    9. ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - სხვა მსგავსი ტიპები, 
    10. ოპერაციები თანმიმდევრობებზე, 
    11. მონაცემების სტრუქტურა - dict, for ციკლი და list comprehension, 
    12. ოპერაციები თანმიმდევრობებზე. 

    კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და ყოველი გაკვეთილის უდიდესი ნაწილი სავარჯიშოებს ეთმობა, ხოლო თეორიული ნაწილის, ძირითადი ცნებების სიღრმისეულად გააზრება ხდება უმეტესწილად ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით. ყოველი გაკვეთილის ბოლოს ივსება მოკლე ქვიზი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს შეაჯამოს და განიმტკიცოს შეხვედრაზე მიღებული ცოდნა.

  • #1 - პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა და ზოგადი ინფორმაცია პითონის შესახებ

    საკითხები

    1. პროგრამირების ზოგადი მიმოხილვა
    2. პითონი და მისი ცოტაოდენი ისტორია
    3. პითონის კოდის გაშვება (ინტერპრეტატორის დაყენება, ონლაინ ინტერპრეტატორები)
    4. Hellow world და print ფუნქცია
    5. input ფუნქცია

    სწავლის შედეგები

    1. ექნება ზოგადი წარმოდგენა პროგრამირების შესახებ
    2. ექნება მცირეოდენი ინფორმაცია პითონსა და მის ისტორიაზე
    3. შეეძლება პითონის კოდის გაშვება
    4. ექნება წარმოდგენა შეტანა/გამოტანის ფუნქციებზე და შეეძლება მათი გამოყენება

  • #2 - საბაზისო ტიპები და მათზე ოპერაციები

    საკითხები

    1. საბაზისო ინფორმაციის ტიპები (ტექსტი, მთელი რიცხვი, ნატურალური რიცხვი)
    2. ტექსტები
    3. მთელი რიცხვები
    4. ნატურალური რიცხვები
    5. არითმეტიკული ოპერაციები რიცხვებზე (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, მოდულით გაყოფა, ხარისხში აყვანა)
    6. არითმეტიკული ოპერაციების შესრულების თანმიმდევრობა
    7. ოპერაციები ტექსტებზე (მიმატება, გამრავლება)

    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა ინფორმაციის საბაზისო ტიპების შესახებ
    2. არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება რიცხვებზე
    3. ოპერაციების ჩატარება სტრინგებზე
    4. კიდევ უფრო გაღრმავებული ცოდნა ინფორმაციის შეტანა/გამოტანაზე


  • #3 - ინფორმაციის შენახვა და გამოყენება

    საკითხები

    1. ცვლადი
    2. კონსტანტა
    3. მეხსიერება და მეხსიერების მისამართი
    4. გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება
    5. პითონში ცვლადების გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება და გამოყენება
    6. სახელების დარქმევის კონვენცია
    7. ოპერაციების მაგალითები ცვლადების გამოყენებით

    სწავლის შედეგები

    1. ექნებათ ზოგადი წარმოდგენა ცვლადების შესახებ
    2. შეეძლებათ ცვლადებზე ძირითადი ოპერაციების (გამოცხადება, ინიციალიზაცია, მინიჭება, გამოყენება) გამოყენება


  • #4 - ფუნქციები

    საკითხები

    1. ზოგადი ინფორმაცია ფუნქციების შესახებ
    2. მათემატიკური ოპერაციები როგორც ფუნქციების კერძო სახეობა
    3. ფუნქციების კიდევ სხვა ტიპები(ტიპის განსაზღვრა, ტიპის შეცვლა, შეტანა გამოტანის, სპეციალური დანიშნულების ჩაშენებული ფუნქციები)
    4. ფუნქციების გამოძახება
    5. ფუნქციების გამოძახების გადაბმა
    6. მოდული
    7. სხვა მოდულიდან ფუნქციის გამოყენება (იმპორტი)
    8. math მოდული და მასში შემავალი ძირითადი ფუნქციების განხილვა (sqrt, power და .. განხილული ფუნქციების ჩამონათვალი დამოკიდებულია მათემატიკური ფუნქციების ცოდნაზე)

    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა ფუნქციების და მათი გამოყენების შესახებ
    2. ზოგადი წარმოდგენა მოდულისა და იმპორტის შესახებ
    3. სხვადასხვა ფუნქციების გამოძახება
    4. შეეძლებათ math მოდულის რამდენიმე ძირითადი ფუნქციის გამოყენება


  • #5 - საკუთარი ფუნქციები

    საკითხები

    1. ზოგადი ინფორმაცია საკუთარი ფუნქციების შესახებ, გამოცხადება და გამოძახება

    2. პითონში ფუნქციის გამოცხადება (აღწერა)

    3. გამოცხადებული ფუნქციის გამოძახება


    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა საკუთარი ფუნქციების, მათი დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ

    2. შეეძლებათ პითონში მარტივი ფუნქციის შექმნა და გამოყენება


  • #6 - ბულის (boolean) ტიპები და პირობითი ლოკიგა

    საკითხები

    1. ბულის ტიპის, ლოგიკური ინფორმაცია

    2. ბულის ტიპის (ლოგიკური) ოპერაციები და მათი შედეგები (და, ან, უარყოფა)

    3. ბულის ტიპის (ლოგიკური) გამოსახულებები

    4. ბულის ტიპები და ლოგიკური ოპერაციები პითონში

    5. ბულის ტიპის ოპერაციები და გამოსახულებები პითონში


    სწავლის შედეგები

    1. ზოგადი წარმოდგენა ბულის, ლოგიკური ტიპის ინფორმაციაზე და პირობით ლოგიკაზე

    2. შეეძლებათ ბულის ტიპის (ლოგიკური) ოპერაციების ჩატარება ლოგიკური ცვლადებზე და ინფორმაციაზე


  • #7 - პროგრამის დინების პირობითი მართვა (Conditional Flow control)

    საკითხები:

    1. ზოგადი ინფორმაცია პროგრამის დინების, განშტოებების შესახებ 

    2. პირობის ცნება და მისი გამოყენება პროგრამის დინების მართვისთვის (if/else/elif)

    3. პირობითი ოპერატორები პითონში

    4. პირობითი ოპერატორების გამოყენების სხვადასხვა მაგალითები


    სწავლის შედეგები:

    1. ზოგადი წარმოდგენა პროგრამის პირობითი შესრულების შესახებ

    2. შეეძლებათ პირობითი გამოსახულებების გამოყენება პროგრამის დინების მართვისათვის


  • #8 - ციკლი - პირობითი იტერაცია (Conditional Iteration, while cycle)

    საკითხები:

    1. ზოგადი ინფორმაცია პროგრამის დინების (შესრულებული/შესასრულებელი) ბრძანებების იტერაციულად შესრულების შესახებ, ციკლის ცნება

    2. პირობითი იტერაცია, while ციკლი

    3. while ციკლი პითონში


    სწავლის შედეგები:

    1. ზოგადი წარმოდგენა ციკლის შესახებ

    2. შეეძლებათ while ციკლის გამოყენება


  • #9 - ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - მასივები და სიები (arrays and lists)

    საკითხები:

    1. თანმიმდევრობების ზოგადი განსაზღვრა და მათი ძირითადი მახასიათებლები

    2. მასივები (arrays) და სიები(lists)

    3. ძირითადი ოპერაციები და ფუნქციები მასივებზე (შექმნა, ინდექსი, მინიჭება, დამატება, ჩასმა, წაშლა)

    4. თანმიმდევრობები პითონში - სია (list)

    5. სიებზე ოპერაციები და ფუნქციები პითონში ( გამოცხადება, ინდექსი, მინიჭება, დამატება, ჩასმა, წაშლა)

    სწავლის შედეგები:

    1. ექნებათ ზოგადი წარმოდგენა ინფორმაციის თანმიმდევრობებზე

    2. ეცოდინებათ ძირითადი ცნებები და ოპერაციების თანმიმდევრობებზე

    3. ეცოდინებათ პითონში სიის შეტანა/გამოტანა, შექმნა, და სხვა ძირითადი ოპერაციების შესრულება


  • #10 - ინფორმაციის თანმიმდევრობები (sequences) - თანმიმდევრობების სხვადასხვა ტიპები

    საკითხები:

    1. ინფორმაცია სხვა თანმიმდევრობების ტიპების შესახებ ინფორმაცია (string, tuple, set, dict)

    2. ტექსტები (string) როგორც სიმბოლოების თანმიმდევრობა

    3. ცვალებადობა (mutability) და უცვლელობა(immutability)

    4. ჰეშირება (hashing) და ჰეშირების ფუნქცია (hashing function)

    5. tuple პითონში და მისი ძირითადი ფუნქციები

    6. set პითონში და მისი ძირითადი ფუნქციები

    7. dict პითონში და მისი ძირითადი ფუნქციები

    სწავლის შედეგები:

    1. ექნებათ წარმოდგენა სხვადასხვა ტიპის თანმიმდევრობების, მათი მსგავსებისა და განსხვავებების შესახებ

    2. შეეძლებათ პითონში tuple-ის, set-ისა და dict-ის გამოყენება


  • #11 - ოპერაციები თანმიმდევრობებზე

    საკითხები:

    1. ზოგადი ინფორმაცია თანმიმდევრობების ელემენტებზე განხორციელებად ძირითად ოპერაციებზე, მათ შორის: შექმნა, წვდომა, შეცვლა, დამატება, წაშლა და მათი შედარება ერთობლიობებზე განხორციელებად ოპერაციებზე

    2. თანმიმდევრობებზე, როგორც ერთობლიობებზე განხორციელებად ძირითად ოპერაციები, მათ შორის: ქვეთანმიმდევრობის ამოღება (slicing), კონკატენაცია,  გაფართოება, გაერთიანება, თანაკვეთა, განსხვავება, ელემენტის თანმინდევრობაში არსებობის შემოწმება

    სწავლის შედეგები:

    1. ექნებათ წარმოდგენა თანმიმდევრობებზე, როგორც თითოეულ ელემენტზე ასევე როგორც ერთობლიობაზე განხორციელებად ოპერაციებზე

    2. პითონში შეეძლებათ თანმიმდევრობებზე სხვადასხვა ძირითადი ოპერაციების განხორციელება


  • #12 - for ციკლი და list comprehension

    საკითხები:

    1. იტერაცია თანმიმდევრობებზე

    2. for ციკლით იტერაცია, მთვლელი, საწყისი და საბოლოო მნიშვნელობა

    3. for ციკლით იტერაცია, თანმიმდევრობის ელემენტები

    4. პითონში for ციკლი და მისი გამოყენება თანმიმდევრობებზე

    5. for ციკლი და range-ის გამოყენება

    6. ე.წ. List comprehension და მისი გამოყენების მაგალითები

    სწავლის შედეგები:

    1. ექნებათ წარმოდგენა for ციკლის შესახებ

    2. შეეძლებათ პითონში for ციკლის გამოყენება

    3. შეეძლებათ პითონში list comprehension-ის გამოყენება


  • #13 - ობიექტები

    საკითხები:

    1. ობიექტის ცნების განსაზღვრა სხვადასხვა მაგალითების გამოყენებით

    2. კლასის ცნება, ატრიბუტები, მეთოდები

    3. პითონში კლასის, ატრიბუტების, მეთოდების გამოყენება, ობიექტის შექმნა და ინიციალიზაცია

    სწავლის შედეგები:

    1. ექნებათ ზოგადი წარმოდგენა ობიექტების შესახებ

    2. შეეძლებათ პითონში კლასის შექმნა, ატრიბუტების, მეთოდების გამოყენება, ობიექტების ინიციალიზაცია და მათზე ქმედებების ჩატარება


  • #14 - ოპერაციები თანმიმდევრობებზე

    საკითხები:

    1. პითონის ძირითადი ჩაშენებული ფუნქციები და მათი გამოყენების მაგალითები

    2. ტექსტის ფორმატირება

    სწავლის შედეგები:

    1. ეცოდინებათ ძირითადი ჩაშენებული ფუნქციები და შეეძლებათ მათი გამოყენება

    2. შეეძლებათ ტექსტის ფორმატირების გამოყენება


  • #27-#30 - სამუშაო პროექტი

    მოსწავლეებმა უნდა შექმნან თამაში იქსები და ნულები, Tic-tac-toe.

    თამაში წარმოადგენს 3 x 3 -ზე დაფას სადაც მოთამაშეები რიგრიგობით სასურველ უჯრაში სვამენ X-ს ან 0-ს (თითოეულ მოთამაშეს წინასწარ აქვს არჩეული X ან 0). მოგებულია ის ვინც მოახერხებს სტრიქონში, სვეტში ან დიაგონალებზე სამი X-ის ან 0-ის ჩასმას. თამაში შეიძლება დამთავრდეს ყაიმით (ანუ არც ერთი სვეტი, სტრიქონი ან დიაგონალი არ შეიცავდეს სამ X-ს ან

    0-ს).

    ბმული ვიკიპედიადან: https://en.wikipedia.org/wiki/Tic-tac-toe