კურსის შესახებ
WordPress კლუბის მიზანია ახალგაზრდებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის ამაღლება, სერვერების, ვებ-ტექნოლოგიებისა და ვებ-საიტების მიმართ ცოდნის ჩამოყალიბება, ძირითადი პრინციპების შესწავლა და სამომავლო განვითარებაზე სწორი მიმართულებების მიცემა.
WordPress-ის შესწავლა „სამუშაო წიგნის“ მიხედვით იქნება შესაძლებელი, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ძირითადი და არჩევითი თავები.
ძირითადი თავების გავლის შემდეგ, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ ხუთი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი, რომლის უკეთ დაუფლების შემთხვევაშიც მომავალში შეძლებენ შეძლებენ როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე დამატებითი შემოსავლის გაჩენასა და მიღებული ცოდნის საკუთარი სურვილის მიხედვით გამოყენებას.