პითონის საბაზო კურსის მიზანია, შეასწავლოს დამწყებ პროგრამისტებს პროგრამირების ძირითადი ცნებები და ოპერაციები. კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და ყოველი გაკვეთილის უდიდესი ნაწილი სავარჯიშოებს ეთმობა, ხოლო თეორიული ნაწილის, ძირითადი ცნებების სიღრმისეულად გააზრება ხდება უმეტესწილად ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით. ყოველი გაკვეთილის ბოლოს ივსება მოკლე ქვიზი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს შეაჯამოს და განიმტკიცოს შეხვედრაზე მიღებული ცოდნა.