სკრიპტი - რატომ უნდა ვისწავლოთ ვებ დეველოპმენტი

ვიდეო 1 - რატომ უნდა ვისწავლო ვებ-დეველოპმენტი?


ვებ დეველოპმენტი პროგრამირების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ვებსაიტები, ვებ პლატფორმები, მობილური აპლიკაციები. შესაბამისად მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ვებ დეველოპმენტის სწავლა შეიძლება იყოს დიდი ინვესტიცია თქვენს მომავალში. 


უპირველეს ყოვლისა, ვებ დეველოპმენტზე დღევანდელ სამუშაო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. ბიზნეს სფეროს უდიდესი ნაწილი ონლაინ რეჟიმში გადადის შესაბამისად ვებ დეველოპერებზე მოთხოვნაც სწრაფად იზრდება. შრომის სტატისტიკის ბიუროს 2019 წლის მონაცემებით ვებ დეველოპერებზე მოთხოვნა 2029 წლამდე 8% პროცენტით გაიზრდება რაც სხვა პროფესიებთან შედარებით ბევრად მაღალი ციფრია. 


ეს სფერო არ ეხება მხოლოდ სტაბილურობის შეგრძნებას სამსახურში. ვებ დეველოპმენტის სწავლა ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა თქვენი შემოქმედების და საკუთარი თავის გამოხატვისთვის დიზაინისა და კოდირების საშუალებით. თუნდაც თქვენივე სტარტაპის ან ბიზნეს იდეის სისრულეში მოსაყვანად. ვებ დეველოპმენტი მარტივი სასწავლია და გაძლევთ საფუძვლიან წარმოდგენას როგორ მუშაობს ზოგადად კომპიუტერული მეცნიერებები და მათ შორის software ანუ პროგრამული უზრუნველყოფა. ეს  გვეხმარება მანქანები აამოძრავოთ და თუნდაც სული შთაბეროთ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი, ფუნქციონალური ვებსაიტები და აპლიკაციები, რომლებიც თვითგამოხატვის საშუალებას გაძლევთ. ძალიან ბევრი ბიზნესის მთავარი პროდუქტი სწორედ პროგრამული უზრუნველყოფაა და ასეთი კომპანიები ბევრი ვიცით. მაგალითად Google, Amazon, Microsoft და ა.შ.


ვებ დეველოპმენტი ასევე ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მოქნილი კარიერული არჩევანია. შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც ფრილანსერად, რომელიმე მცირე ან დიდი საჯარო ან კერძო კომპანიისთვის, შექმნათ სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაციის სისტემები ან თუნდაც შექმნათ თქვენი ვებ დეველოპმენტის სააგენტო და დამოუკიდებელ პროექტებზე იმუშავოთ თქვენივე გუნდთან ერთად. პროგრამირება საშუალებას გაძლევთ დისტანციურად იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, თუნდაც ლაშქრობისას ტყის შუაგულში ან პლაჟზე თუ გაქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი. ეს ვებ დეველოპმენტს შესანიშნავ არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც სურს იმოგზაუროს ან იმუშაოს სახლიდან.


უფრო მეტიც, ვებ დეველოპმენტი მუდმივად განვითარებადი სფეროა. ყოველთვის ჩნდება არსებული ენების ან მიდგომების განახლებები რაც მუდმივად ტონუსში გვამყოფებს, გამოდის ახალი ტექნოლოგიები და ტენდენციები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის რაღაც ახალი სასწავლი. ეს სფეროს უნარჩუნებს საინტერესოობის  და გამოწვევის განცდას რაც ასევე ნიშნავს, რომ ყოველთვის არის ადგილი ზრდისა და განვითარებისთვის.


ვებ დეველოპმენტი ასევე დაგეხმარებათ განავითაროთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი უნარები. მაგალითად, პროგრამირება მოითხოვს პრობლემის გადაჭრის უნარს, დეტალებზე ყურადღების მიქცევას, ფოკუსს და გამძლეობას – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ განვითარდეთ როგორც პიროვნება, ისწავლოთ თუ როგორ იმუშაოთ გუნდში სხვებთან, როგორ მართოთ თქვენი დრო ეფექტურად, დასახოთ სწორი ამოცანები და მარტივ პროცესებამდე დაიყვანოთ კომპლექსური ლოგიკა, რასაც ერთი შეხედვით შესაძლოა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდეს. და ბოლოს რაც ალბათ ყველაზე მთავარია შეძლოთ სწორად და მარტივად გადმოსცეთ თქვენი იდეები.


არ შეიძლება არ შევეხოთ ხელფასს! ვებ დეველოპმენტი შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი კარიერული არჩევანი ხელფასის თვალსაზრისით. Glassdoor-ის თანახმად, შეერთებულ შტატებში ვებ დეველოპერების საშუალო ხელფასი წელიწადში დაახლოებით 76,000 დოლარია და ხელფასი მუდმივად იზრდება თუ არ ჩერდებით ერთ ადგილზე და მუდმივად იღებთ მეტ გამოცდილებას და ანვითარებთ მეტ უნარებს.


ეს არის ის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უნდა იფიქროთ ვებ დეველოპმენტის სწავლაზე. მიუხედავად იმისა, ეძებთ სტაბილურობის განცდას სამსახურში, კრეატიულ სამუშაოს, მოქნილობას, პიროვნულ ზრდას თუ მაღალ ხელფასს.


ვებ დეველოპმენტის სწავლა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ბევრ დროსა და ძალისხმევას რაც ალბათ რამდენიმე წლიან პერიოდს მოიცავს. თუმცა სწორი მიდგომებით შეგიძლიათ ეს პროცესი 6 თვემდე დაიყვანოთ. ეს სრულად დამოკიდებულია თქვენი მონდომების დონესა და იმ დროის ოდენობაზე, რომლის ინვესტირებაც გსურთ სწავლაში. საშუალოდ დღეში 3-4 საათის დათმობით 6 თვეში მზად იქნებით პირველი სამსახური ეძებოთ, რაც ასევე კომპლექსური პროცესია და რა თქმა უნდა ჰარდ უნარებთან ერთად, რაც მოიცას კოდინგის და პრობლემების გადაწყვეტის უნარებს, სოფტ უნარებიც გჭირდებათ როგორიცაა მკაფიო და გასაგები კომუნიკაცია, ინგლისური ენის ცოდნა, ამოცანების სწორად დაყოფის საშუალება და გუნდური მუშაობა.


გზა მრავალკომპონენტიანია, თუმცა ამან მოტივაცია არ დაგიკარგოთ! რადგან მეც ასე დავიწყე. სწორი მიდგომებითა და რესურსებით, ყველას შეუძლია ისწავლოს ვებ დეველოპმენტი. დღეს პროგრამირების სწავლა ძალიან მარტივია, არსებობს უამრავი ონლაინ კურსი მათ შორის ეს კურსიც, დოკუმენტაცია, იუთუბ არხები და სხვა მრავალი სიმულაციური გარემო, რომელიც დაგეხმარებათ განივითაროთ საჭირო უნარები მოკლე დროში. ეს კურსი დაგეხმარებათ სწავლის დრო ბევრად შეამციროთ და წვდომა გქონდეთ იმ რესურსებზე რაც გაგიმარტებთ პროცესს.


უბრალოდ გახსოვდეთ, რომ საჭიროა პრაქტიკა და მოთმინება, იმისთვის რომ გახდეთ გამოცდილი ვებ დეველოპერი.  თუ თქვენ სერიოზულად აპირებთ ამ პროფესიის დაუფლებას, გადადეთ სხვა საქმეები და ყოველდღიურად გამოყავით დრო კურსის მასალების გასავლელად. პროგრამირებამ დავიწყება იცის ამიტომ ერთი ჩაგდებული დღეც კი ძალიან უკან დახევს პროგრესს. მოემზადეთ და დახარჯეთ წარმატებისთვის საჭირო დრო და ძალისხმევა. ეს დრო შეიძლება ყველასთვის ინდივიდუალური იყოს მაგრამ სტაბილურობა შედეგს აუცილებლად მოგიტანთ.



ბოლო ცვლილება: Monday, December 25 2023, 6:15 AM