რა არის HTML
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ HTML, არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება ვებ გვერდის შინაარსის სტრუქტურირებისთვის. ის უზრუნველყოფს ტეგების ერთობლიობას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ელემენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ვებგვერდის შინაარსის სტრუქტურას, განლაგებას და მიმდევრობას. უფრო მარტივად რომ შევხედოთ ამ ენას ფრონტის ენები შევადაროთ მეტყველების ნაწილებს გრამატიკაში. html არის არსებითი სახელი, CSS ზედსართავი სახელი, ხოლო JavaScript ზმნაა. კიდევ უფრო მარტივად რომ წარმოიდგინოთ ადამიანები ფრონტენდის ენებისგან რომ შევდგებოდეთ HTML ჩვენი ჩონჩხი და ძვლოვანი აგებულება იქნებოდა, JavaScript კუნთები, რაც ამოძრავებს მთელ სხეულს ხოლო CSS, როგორ გამოვიყურებით და შეიძლება იმასაც განსაზღვრავდეს რა გვაცვია.
HTML ელემენტების იერარქიულ სტრუქტურას იყენებს და თითოეული ელემენტი ვებგვერდის განსხვავებულ ნაწილს წარმოადგენს. ელემენტები შეიძლება შეიცავდეს სათაურებს, აბზაცებს, სიებს, სურათებს, ვიდეოებს, ცხრილებს, ფორმებს და ალბათ აქამდე რაც გინახავთ ვიზუალურად ბრაუზერში ყველაფერს. HTML იყენებს ტეგებს ელემენტების განსაზღვრისათვის. ეს არის შესაბამისი სინტაქსი, რაც საშუალებას აძლევს ბრაუზერს წაიკითხოს ჩვენი დაწერილი კოდი და გადათარგმნოს ეს ყველაფერი ვიზუალში ისე რომ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის კითხვად ელემენტებად აქციოს.
აქვე უნდა ვახსენოთ სემანტიკური HTML. ის ეხება HTML ელემენტების გამოყენების პრაქტიკას, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სემანტიკური თეგების მიერ დეკლარირებულ შინაარსის მნიშვნელობასა და მიზანს. არასემანტიკური HTML-ისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ვებგვერდების გარეგნობასა და განლაგებაზე, სემანტიკური HTML ყურადღებას ამახვილებს შინაარსის ძირითად მნიშვნელობაზე. სემანტიკური HTML გადამწყვეტ როლს თამაშობს ვებ-გვერდის სტრუქტურიზაციაში და საშუალებას გვაძლევს ვებსაიტი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე ეკრანის წამკითხველები და დამხმარე ტექნოლოგიები ეყრდნობიან სემანტიკურ ელემენტებს შინაარსის ზუსტი ინტერპრეტაციისა და წარმოდგენისთვის. სემანტიკური HTML-ის გამოყენებით ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ინტეპრეტატორებს და დამხმარე ტექნოლოგიებს როგორიცაა ბრაუზერის ექსთენშენები ან ჩვენივე ჩაშენებული ფლაგინები, რაც უზრუნველყოფს შშმ მომხმარებლებისთვის უკეთეს გამოცდილებას.
სემანტიკური HTML ასევე მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებისთვისაც. ისინი აანალიზებენ ვებგვერდების სტრუქტურასა და შინაარსს, რათა დაადგინონ მათი შესაბამისობა და შესაბამისად წაიღონ ძიების შედეგებში. სემანტიკური HTML ეხმარება საძიებო სისტემებს წარმოიდგინონ თქვენი ვებსაიტის შინაარსის იერარქია, კონტექსტი და მნიშვნელობა. სემანტიკური ელემენტების სათანადო გამოყენებით,მარტივად რომ ვთქვათ უფრო, სემანტიკური HTMLით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტის SEO ოპტიმიზაცია და ხილვადობა საძიებო სისტემების რეიტინგში.
სემანტიკური HTML აძლიერებს ვებ პროექტების კოდის კითხვას. აღწერითი ელემენტების სახელების გამოყენებით, სხვა დეველოპერებს და თუნდაც თქვენ, დაწერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეგიძლიათ ადვილად გაიგოთ რა გიწერიათ კოდში, რა მიზნით და რა სტრუქტურით. ეს აადვილებს პროექტებზე გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციასა და სამუშაო პროცესს ბევრად ამარტივებს. სემანტიკური HTML ხელს უწყობს უფრო სუფთა და ეფექტური კოდის წერას. შესაბამისი სემანტიკური ელემენტების გამოყენებით, თქვენ ამცირებთ სტილის მიზნით კლასების სახელების, გადაჭარბებული დივების ან სპან თეგების გამოყენების საჭიროებას. შესაბამისად თქვენი კოდი უფრო მარტივად კითხვადი და მოქნილია მოდიფიცირებისთვის.